Aa
Aa

სად და როდის ჩატარდება ინტერი-ლუდოგორეცი? - იტალიაში კორონავირუსი აშინებთ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი, „ინტერსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის, შესაძლოა, გადაიდოს ან ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდეს.

მიზეზი კორონავირუსია, რომლის გამო უქმეებზე სერია A-ს 5 თამაში არ გაიმართა, მათ შორის - სწორედ „ინტერის“ საშინაო შეხვედრა. იტალიაში ვირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა, არის 2 გარდაცვლილიც. რისკის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შაბათს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ამბობს, რომ ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში ჩასატარებელი ყველა სპორტული ღონისძიება გადადებულიყო.

არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომლის მიხედვითაც, თუკი გუნდებმა ცარიელ „სან სიროზე“ თამაში იუარეს, მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვაზე დაილაპარაკონ. თუმცა, გავლენიანი გამოცემა Gazzetta dello Sport-ი თვლის, რომ ყველაზე სავარაუდო ვარიანტი თამაშის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარებაა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა „ნერაძურისგან“ ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს, რადგან ისინი ლომბარდიის მთავარ ქალაქში 600-მდე გულშემატკივრის წაყვანასაც გეგმავენ.

„ინტერმა“ „ლუდოგორეცს“ სტუმრად 2:0 მოუგო. განმეორებითი შეხვედრა 27 თებერვალსაა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები