მერებაშვილის საგოლე გადაცემა ექსტრაკლასაში
Aa
Aa

მერებაშვილის საგოლე გადაცემა ექსტრაკლასაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების 33 წლის შემტევმა გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში საგოლე გადაცემა შეასრულა. პლოცკის ''ვისლასა'' და ''ზაგლემბეს'' შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა 70-ე წუთზე გახსნეს. გოლის გაშვებიდან ხუთ წუთში გიორგი მერებაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და მისმა ნორვეგიელმა თანაგუნდელმა თორგილ გირტსენმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


მერებაშვილმა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. მთავარმა მსაჯმა 61-ე წუთზე მერებაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

16-გუნდიან ექსტრაკლასაში პლოცკის ''ვისლა'' 32 ქულით მერვე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები