არის ფინალი! თუშიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა გრძელდება
Aa
Aa

არის ფინალი! თუშიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა გრძელდება

დიუსელდორფის გრანდ სლემზე +100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გურამ თუშიშვილი გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში წარმატებით იასპარეზა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მეტოქე რაფაელ სილვა მსაჯს გაფრთხილებებით მოახსნევინა და ოქროს მედლის მოსაპოვებლად გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს.

თუშიშვილის მეტოქე ფინალში გერმანიის სახელით მოასპარეზე იოანეს ფრეი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ფინალისკენ მიმავალ გზას,  თუშიშვილმა მისთვის დამახასიათებელი კისრული ილეთით ალიშერ იუსუპოვის ბარიერი დაძლია, რის შემდეგაც ქართველმა ფალავანმა უზბეკი შაკარმამად მირმამადოვი ვაზარითა და იპონით დაამარცხა. თუშიშვილმა მეოთხედფინალში კორეელი მინჯონგ კიმი იდეალურად შებოჭა, რის ხარჯზეც სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები