კვარაცხელიას მორიგი გოლი: ქართველმა ''შერიფს'' გაუტანა
Aa
Aa

კვარაცხელიას მორიგი გოლი: ქართველმა ''შერიფს'' გაუტანა

გამოცდილი რუსი საფეხბურთო სპეციალისტის, ლეონიდ სლუცკის ყაზანის ''რუბინის'' მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შედეგიანობა გაიზარდა. ზამთრის მოსამზადებელი ეტაპიდან გამომდინარე სლუცკი ქართველებს სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელებად განიხილავს, ერთა ლიგის ნახევარფინალამდე კვარაცხელიასა და დავითაშვილს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, რაც ბელარუსთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ძალიან მნიშვნელოვანია.

თურქულ შეკრებაზე ყაზანურმა კლუბმა მორიგი ამხანაგური მატჩი ტირასპოლის ''შერიფთან'' გამართა და 2:0 მოიგო. სლუცკიმ კვარაცხელია და დავითაშვილი სასტარტოში ათამაშა.

ამჯერად ზურიკო დავითაშვილს არ გაუტანია, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა თავი, მან მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები