Aa
Aa

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში ჩაფრინდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთშია. ილიას ზუროსის გუნდი თბილისიდან დღეს, გამთენიისას გაემგზავრა და სტამბოლის გავლით ბელგრადში დილის 9 საათზე ჩაფრინდა

ბექა ბურჯანაძე - საქართველოს ნაკრების წევრი

მანუჩარ მარკოიშვილი - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი

ვლადიმერ ბოისა - კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს დღეს ვარჯიში აქვს დაგეგმილი, რომელიც ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში საღამოს 6 საათზე (თბილისის დროით 21:00) გაიმართება. ღამით ნამგზავრ კალათბურთელებს მხოლოდ მსუბუქი დატვირთვა და ენერგიის აღმდგენი ვარჯიშები ელით.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. შვეიცარიასთან 12-კაციან განაცხადში მყოფი ბექა ბექაური ილია ლონდარიძემ ჩაანაცვლა, რომელიც ბელგრადშია და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ევროპისა და მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი სტუმრად ფინეთის განადგურებით დაიწყო.

სერბეთი საქართველოს ალეკსანდარ ნიკოლიჩის (პარტიზანის) დარბაზში უმასპინძლებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი განახორციელებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები