მერვე გოლი! - ზივზივაძე ბომბარდირობისთვის იბრძვის!
Aa
Aa

მერვე გოლი! - ზივზივაძე ბომბარდირობისთვის იბრძვის!

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ''მეზოკოვეშდის'' ქართველმა თავდამსხმელმა 21-ე ტურში ''დებრეცენს'' გაუტანა, 37-ე წუთზე მისი გოლით ანგარიში 0:2 გახდა. საბოლოოდ მატჩი ზივზივაძის გუნდის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატის 20 მატჩში მეშვიდე გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა უნგრეთის თასზე მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში რვა გოლი გაიტანა.

''მეზოკოვეშდი'' უნგრეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

ბომბარდირთა დავაში ზივზივაძე მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჩამორჩება, პირველადგილოსანთან სხვაობა მხოლოდ 2 გოლია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები