Aa
Aa

"ბარსელონას" კონკურენტი გამოუჩნდა - "რეალს" ლაუტარო სურს

TYC Sports იტყობინება, რომ "რეალი" გეგმავს ლაუტარო მარტინესისთვის ბრძოლაში ჩაერთოს და მზადაა ივლისში არგენტინელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ინტერის" 22 წლის ცენტრფორვარდით "ბარსელონაც" ინტერესდება და "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურთ მოსისხლე მტერს აჯობონ. TYC Sports-ის ცნობით, "ბლანკოსი" ლაუტაროს დაყოლიებას მისთვის ყოველწლიურად 14 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასის შეთავაზებით აპირებს.

არგენტინული სატელევიზიო არხის მიხედვით, ყველაფერი ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული და სწორედ ის გადაწყვეტს კარიერა სად გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ არის შანსი ლაუტაროს მსურველ კლუბებს მის სანაცვლოდ გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწიოთ.

შეგახსენებთ, რომ მარტინესი ანტონიო კონტეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 16 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები