ბითაძე ტაკო ფოლის წინააღმდეგ - გოგა 13 ქულას დასჯერდა
Aa
Aa

ბითაძე ტაკო ფოლის წინააღმდეგ - გოგა 13 ქულას დასჯერდა

გოგა ბითაძემ G League-ში, „ფორტ უეინ მედ ენთსის“ რიგებში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. რამდენიმე საათის წინ ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან „მეინ რედ ქლოსს” დაუპირისპირდა და ოვერტაიმში, 119-123 დამარცხდა.

გოგამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და თავი 13 ქულას, 7 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 2 დაფარებას მოუყარა. ბითაძემ თამაშიდან განხორციელებული 19 ტყორცნიდან 6 ჩააგდო და 6 სამქულიანიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს ტაკო ფოლის მეურვეობა უწევდა, რომელიც დღესდღეობით NBA-ში ყველაზე მაღალი კალათბურთელია.


 

გოგას გარდა „მედ ენთსის“ მხრიდან უოლტ ლემონ ჯუნიორი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. სი ჯეი უილკოქსი 24 ქულას დასჯერდა, ხოლო ალიზე ჯონსონმა 41 წუთში 17 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორტ უეინი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოდის და 15 მოგებითა და 17 მარცხით მეათე პოზიციას იკავებს. „მედ ენთსი“ მომდევნო შეხვედრას „კეპითალ სითი გოუ-გოუს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები