Aa
Aa

მორენტის სამმაგი დუბლი და ისტორიული შედეგი

ჯა მორენტი „მემფის გრიზლისის“ ისტორიაში შევიდა. 20 წლის გამთამაშებელმა „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ სამმაგი დუბლი გაიფორმა და შეხვედრა 27 ქულით, 10 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

მორენტი „მემფისის“ ისტორიაში მეორე ახალწვეული გახდა, რომელმაც ტრიპლ-დაბლი მიითვალა. ჯამ შარიფ აბდურ-რაჰიმის მიღწევა გაიმეორა. ამ უკანასკნელმა სამმაგი დუბლი 1997 წელს შეასრულა. ზემოთ ხსენებული მიღწევის გარდა, მორენტი მიმდინარე რეგულარულში პირველი ახალწვეული გახლავთ, რომელიც ტრიპლ-დაბლით გამოირჩა.

20 წლის გამთამაშებლის საუცხოო ასპარეზობის წყალობით „მემფისმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და „ვაშინგტონი“ სტუმრად 106-99 დაამარცხა. მორენტის გარდა „გრიზლისის“ მხრიდან 16 ქულით კაილ ანდერსონი გამოირჩა. ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი 14 ქულასა და 11 მოხსნას დასჯერდა. იონას ვალანჩუნასის ანგარიშზე კი 8 ქულა და 18 მოხსნა იყო.

„უიზარდის“ დამარცხების შემდეგ, „მემფისს“ 27 მოგება და 26 წაგება აქვს. მორენტის გუნდი ფლეიოფში მოსახვედრად იბრძვის და მომდევნო შეხვედრაში უშუალო კონკურენტს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები