Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected
      Aa
      Aa

      პირველად 1965 წლის შემდეგ - „გრიკ ფრიკი" ჩემბერლენს გაუთანაბრდა

      „მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკოუნმპომ „ფილადელფიასთან“ მატჩში გაიბრწყინა და მორიგი მიღწევა გაიფორმა.

      „გრიკ ფრიკმა“ „სევენთი სიქსერსის“ წინააღმდეგ 36 ქულა, 20 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ანტეტოკოუნმპო 1974 წლის 22 მარტის შემდეგ, „ბაქსის“ მაისურით მოასპარეზე პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩი სულ მცირე 35 ქულით, 20 მოხსნითა და 5 ასისტით დაასრულა.

      გარდა ამისა, იანისი უილტ ჩემბერლენის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 30 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ზედიზედ 5 შეხვედრაში დააგროვა. ლეგენდარულმა ჩემბერლენმა ეს შედეგი 1965 წელს დააფიქსირა.

      „მილუოკისა“ და „ფილადელფიას“ დაპირისპირებას რაც შეეხება, „გრიკ ფრიკის“ გუნდმა დამაჯერებლად, 112-101 მოიგო და მიმდინარე რეგულარულში 44-ე გამარჯვება მოიპოვა.

      „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ლარი ობრაიენის სახელობის თასის დასაკუთრების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები