Aa
Aa

რუმენიგე: "გუარდიოლას ნოიერის ნახევარდაცვაში დაყენება მე გადავაფიქრებინე"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მანუელ ნოიერის შესახებ პრესასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.

„რეკორდმაისტერის“ მმართველის თქმით, პეპ გუარდიოლა „მანუს“ სხვა პოზიციაზე დაყენებას სერიოზულად განიხილავდა და ამის შესახებ თავად რუმენიგესთანაც ისაუბრა.

„მანუელმა გამოიგონა ის ხელოვნება, თუ როგორ უნდა გახდეს მეკარე ჩვეულებრივი მინდვრის მოთამაშე, მან ამ პოზიციასთან მიმართებით, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

მახსოვს, როცა გერმანიის ჩემპიონები გავხდით, გუარდიოლა სერიოზულად განიხილავდა იდეას, რომ ნოიერი ნახევარდაცვაში დაეყენებინა.

სიმართლე გითხრათ, მისი გადარწმუნება გამიჭირდა. მე ვთვლიდი, რომ ეს ზედმეტი ამპარტავნობა იქნებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, „მანუ“ ნახევარდაცვაშიც კარგად ითამაშებდა“.

ნოიერი "ბაიერნის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს, პეპ გუარდიოლა კი გუნდს 2013-16 წლებში წვრთნიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები