Aa
Aa

პომპეზური წვეულების მოლოდინში - ნეიმარი ზედიზედ მე-3 წელია დაბადების დღეს ტრავმით ხვდება

„ნანტთან“ გასამართი მატჩისთვის ნეიმარის გვარი პსჟ-ს განაცხადში არ ფიგურირებს. ამის ოფიციალურ მიზეზად ნეკნის ტრავმაა დასახელებული.

ევროპული პრესის ვარაუდით, ბრაზილიელის განაცხადს მიღმა დატოვება მის დაბადების დღეს უკავშირდება და ნეკნის დაზიანება არაფერ შუაშია. „ნეიმ“ უქმეებზე „მონპელიეს“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

5 თებერვალს ნეიმარი 28 წლის ხდება. როგორც წესი, იგი საკუთარ დაბადების დღეს პომპეზურად აღნიშნავს და დიდ წვეულებას აწყობს. მაგალითად, 2019 წელს ღონისძიებას 500 სტუმარი ესწრებოდა, საღამოს სპონსორი კი „რედ ბული“ იყო, ხოლო 2018-ში „ნეის“ დაბადების დღეზე უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის - ლუის ჰემილტონი და ბრაზილიის პრეზიდენტი იყვნენ მიწვეული.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ, უკვე მესამე წელია, რაც ნეიმარს საკუთარ დაბადების დღეზე ტრავმა აქვს, თუმცა ეს პომპეზური წვეულების ორგანიზებაში ხელს არ უშლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები