ოფიციალურად: დუეინ უეიდი
Aa
Aa

ოფიციალურად: დუეინ უეიდი "მაიამიდან" წავიდა

13 წლიანი მეგობრობის შემდეგ, "მაიამი ჰიტი" კაპიტანმა, დუეინ უეიდმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია, კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. 

34 წლის უეიდს მთელი კარიერა ჰიტელთა რიგებში აქვს გატარებული. ის "მაიამის" 2003 წელს შეუერთდა და მასთან ერთად NBA-ს ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა, 2006 წელს კი NBA-ს ფინალის MVP გახდა. 

ამერიკული სპორტული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ლეგენდარული კალათბურთელის "ჩიკაგო ბულსში" გადასვლა გადაწყვეტილია, რომელთანაც უეიდი 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში, ხელფასის სახით, 47.5 მილიონ დოლარს მიიღებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები