"რეალში" ახალი ზიდანია!
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, თავისი შვილი, ენცო, მთავარ გუნდში დააწინაურა.
როგორც, მადრიდულ გამოცემა Marca წერს, 21 წლის ენცო, 17 ივლისს "სამეფო კლუბის" შეკრებაზე, აშშ-ში გაემგზავრება.
პატარა ზიდანიც, მამის მსგავსად, ამპლუით ნახევარმცველია. მას "რეალის" მთავარ გუნდში ადრეც უვარჯიშია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "ზიზუს" მეორე შვილი, 18 წლის ლუკაც "რეალშია". ის მეკარეა და მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება.
მომზადებულია marca.com-ის მიხედვით