Aa
Aa

პედრო "რომაში"? - იტალიელებმა მუშაობა დაიწყეს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „რომა“ ლონდონის „ჩელსის“ პედრო როდრიგესის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.

32 წლის ესპანელს „ლურჯებთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება, იტალიელებს კი სურთ, რომ იგი იანვრის ბოლომდე დაიმატონ, რისთვისაც აქტიურ მუშაობას გეგმავენ.

„ჯალოროსი“ პარალელურად კარლოს პერესისა და გონსალო ვილარის გადაბირებაზე მუშაობს და რადგან ორივე ეს მოთამაშე ახალგაზრდაა, პედროს სახით, გამოცდილი შემტევის დამატებაც უნდა.

ფრენკ ლამპარდის ფორმაციაში პედროს დიდი როლი არ აქვს, ამიტომ „სტემფორდ ბრიჯიდან“ აბარგებაზე ისიც სერიოზულად ფიქრობს.

პირენეელი ფეხბურთელი „ჩელსიში“ 2015 წლიდან თამაშობს, როცა კლუბმა მის ტრანსფერში „ბარსელონას“ 27 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები