„სამოთხიდან ძალა მომეცი
Aa
Aa

„სამოთხიდან ძალა მომეცი" - „მეფე" „შავ მამბას" ემშვიდობება

ლებრონ ჯეიმსი კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „მეფემ“ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „შავ მამბას“ დაემშვიდობა.

„მზად არ ვარ, მაგრამ ვიწყებ. ვზივარ და ვცდილობ ამ პოსტისთვის რამე დავწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ დავიწყო, ისევ ცრემლები მომდის და უბრალოდ შენზე, ჯიჯიზე და იმ მეგობრობაზე, კავშირზე და ძმობაზე ვფიქრობ, რომელიც ჩვენ გვქონდა! 

შენი ხმა კვირას დილით გავიგონე, სანამ ფილადელფიას დავტოვებდი და ლოს-ანჯელესში გავემგზავრებოდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ჩვენი ბოლო დიალოგი იქნებოდა.

გულგატეხილი და განადგურებული ვარ ჩემო ძმაო. მიყვარხარ უფროსო ძმაო. ჩემი გული ვანესასთან და ბავშვებთანაა. გპირდები, რომ შენს მემკვიდრეობას გავაგრძელებ. შენ ყველა ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით LakersNation-სთვის ძალიან ბევრს ნიშნავ და ჩემი მოვალეობაა ეს ტვირთი ზურგზე ავიკიდო და სვლა განვაგრძო!!!

გთხოვ სამოთხიდან ძალა მომეცი და ჩემზე იზრუნე. კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია, რადგან ამ ყველაფერს ჯერ ვერ გავუმკლავდი. შეხვედრამდე დიდო ძმაო. #Mamba4Life❤️???????? #Gigi4Life❤️????????".

View this post on Instagram

I’m Not Ready but here I go. Man I sitting here trying to write something for this post but every time I try I begin crying again just thinking about you, niece Gigi and the friendship/bond/brotherhood we had! I literally just heard your voice Sunday morning before I left Philly to head back to LA. Didn’t think for one bit in a million years that would be the last conversation we’d have. WTF!! I’m heartbroken and devastated my brother!! ????????????????????. Man I love you big bro. My heart goes to Vanessa and the kids. I promise you I’ll continue your legacy man! You mean so much to us all here especially #LakerNation???????? and it’s my responsibility to put this shit on my back and keep it going!! Please give me the strength from the heavens above and watch over me! I got US here! There’s so much more I want to say but just can’t right now because I can’t get through it! Until we meet again my brother!! #Mamba4Life❤️???????? #Gigi4Life❤️????????

A post shared by LeBron James (@kingjames) on Jan 27, 2020 at 6:43pm PST

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები