ადებაიორის ცნობილი აღნიშვნა ინგლისელმა ფეხბურთელმა გაიმეორა
29 წლის ინგლისელმა სემ კლუკასმა, რომელიც ''სტოკ სიტის'' ღირსებას იცავს, ''სუონსის'' კარში გატანილი გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. ''სუონსი'' კლუკასის ყოფილი გუნდია, ''სტოკში'' გადასვლამდე უელსურ კლუბში ასპარეზობდა.
კლუკასმა გოლი 55-ე წუთზე შეაგდო, საგოლე გადაცემა ჯო ალენმა შეასრულა. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ყოფილი გუნდის კარში გატანილ გოლს არ ზეიმობს ხოლმე, თუმცა კლუკასმა ემანუელ ადებაიორს მიბაძა, ''სუონსის'' ქომაგებთან მიირბინა და გოლი ემოციურად აღნიშნა.
Some players don’t celebrate against their old club...
— Second Tier Podcast (@TheSecondTier) January 25, 2020
Not Sam Clucas.
After scoring against Swansea, he went and did this in front of their fans ????????#SCFC #Swans
pic.twitter.com/UprRADrNnE
2018 წელს, როცა ''სუონსი'' პრემიერ ლიგიდან გავარდა, კლუკასმა კარიერა ''სტოკს'' დაუკავშირა და მას შემდეგ ინგლისის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს.
შეგახსენებთ, ''მანჩესტერ სიტის'' მაისურით ადებაიორმა ყოფილ გუნდს, ლონდონის ''არსენალს'' გაუტანა, შემდეგ მთელი მინდორი გაირბინა და გოლი ''არსენალის'' ქომაგებთან იზეიმა, რაც ცხადია ძალიან გამომწვევი და პროვოკაციული ქმედება იყო.