Aa
Aa

პსჟ და ''იუვე'' ფეხბურთელებს გაცვლიან

Goal-ის ცნობით, პსჟ და „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლასთან ახლოს არიან.

ტურინელებს ლაუვინ კურზავა შეუერთდებათ, პარიზელებს კი მატია დე შილიო.

წყაროს მტკიცებით ორივე მხარე თანახმაა და შეთანხმება უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

კურზავას მომავალ კლუბად რამდენიმე დღის წინ ლონდონის „არსენალი“ დასახელდა, თუმცა პსჟ-სთან შეთანხმება ვერ შედგა. პარიზელებს ხუან ბერნატის შემცვლელი სურთ და როგორც ჩანს, დე შილიოს სახით „იუვემ“ მათ ის შესთავაზა, რაც სურდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები