Aa
Aa

„ბარსელონამ" თავდამსხმელი შეარჩია - „ბლაუგრანა" როდრიგოს უმიზნებს

ესპანური გამოცემა, Marca იტყობინება, რომ დიდი შანსია „ბარსელონამ“ როდრიგო გაიფორმოს. კატალონიელები ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ და უპირატესობას ესპანელ ფეხბურთელს ანიჭებენ.

„ბლაუგრანას“ მესვეურთა აზრით როდრიგო კარგი ვარიანტია და მას კიკე სეტიენის სათამაშო სტილთან ადაპტაცია არ გაუჭირდება. აღსანიშნავია, რომ როდრიგოს გარდა „კამპ ნოუზე“ პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ტიმო ვერნერს განიხილავდნენ, მაგრამ „არსენალი“ და „ლაიფციგი“ თავიანთი ლიდერების გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

Marca-ს ცნობით, „ბარსელონას“ როდრიგოს ტრანსფერის გაჩარხვაც გაუჭირდება. „ღამურები“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვენ და კატალონიელებს ამხელა თანხის გადახდა ნამდვილად არ სურთ.

„ბლაუგრანას“ მესვეურები ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით იციან. მათ არ უნდათ კევინ-პრინს ბოატენგთან მიმართებით დაშვებული შეცდომები გაიმეორონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები