Aa
Aa

ხმა მიეცი თოკოს! - შენგელია ევროლიგის ათწლეულის გუნდის ნომინანტებში!

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა, ათწლეულის საუკეთესო 10 მოთამაშის გამოსავლენად, გულშემატკივრების გამოკითხვა დაიწყო, ერთ-ერთი ნომინანტი კი თორნიკე შენგელიაა!

ფანებმა, რომელთაც ხმის მიცემის უფლება დღეში ერთხელ აქვთ, 2010-2019 წლებში ევროლიგის საუკეთესო 10 კალათბურთელი, 50 ნომინანტს შორის, უნდა გამოავლინონ.

მათი გამოკითხვის შემდეგ ჯერი უკვე მედიაზე, ევროლიგაში მოღვაწე მწვრთნელებზე და გუნდების კაპიტნებზე მიდგება - საერთო შედეგებზე ოთხივე მათგანის (ფანები, მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები, კაპიტნები) ხმათა განაწილების პროპორცია 25-25% იქნება და დეკადის ათეულიც შეირჩევა.

 

გულშემატკივართათვის ხმის მიცემა 17 თებერვლამდეა შესაძლებელი. ყველა ადამიანს, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებს, ევროლიგის მიმდინარე სეზონის Final Four-ზე დასასწრები ორი ბილეთის მოგების შანსი მიეცემა.

თორნიკე შენგელიასთვის ხმის მიცემა დღეში ერთხელ შეგვიძლია, რისთვისაც აქ შესვლა და მისი გვარის გასწვრივ ჩვენი არჩევანის დაფიქსირებაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები