Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected
      Aa
      Aa

      უარი ევროპულ გრანდებს? - მერტენსი "ნაპოლიში" რჩება?

      არაერთი ევროპული კლუბის ინტერესის მიუხედავად, დრის მერტენსს „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

      ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური ნოტის ფონზე მიმდინარეობს. ბელგიელის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.

      32 წლის შემტევს ყველაზე უფრო „ინტერთან“ აკავშირებდნენ, მსურველთა შორის კი „იუვენტუსს“, „ევერტონს“, „ჩელსის“, „ატლეტიკოსა“ და „არსენალს“ ასახელებდნენ.

      მერტენსი ნეაპოლიტანელებს 2013 წელს, პსვ-დან შეუერთდა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირობამდე ძალიან ცოტა აკლია. მის ანგარიშზე 118 გოლია, რაც მარეკ ჰამშიკის მაჩვენებელზე მხოლოდ 3-ით ნაკლებია.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები