Aa Aa
21 იანვარი 2020  |  08:46

გოგას ეფექტური 2-ქულიანები - ბითაძის გუნდის 5-მატჩიანი სერია დასრულდა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ წარმატებული სვლა სოლტ ლეიკ სიტიში შეწყდა, სადაც მაკმილანის გუნდი „იუტა ჯაზთან“ განადგურდა. დონოვან მიჩელმა და კომპანიამ „ინდიანას“ ყველა მეოთხედი მოუგეს და 30-ქულიანი უპირატესობით, 118:88 იმარჯვეს.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10 წუთი და 12 წამი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა და 1 მოხსნა გაიფორმა. ბითაძემ ორი ორქულიანი ჩააგდო და ორიდან 1 საჯარიმო გამოიყენა.


 

„ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი - 12-12 ქულა, მაილს ტერნერმა და აარონ ჰოლიდეიმ დააგროვეს. საბონისმა მატჩი 10 ქულით დაასრულა. მალკოლმ ბროგდონმა კი 11-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და აქტივში 5 ქულა ჩაიწერა.

„იუტასთან“ მარცხით „პეისერსის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. „ინდიანას“ ანგარიშზე 28 მოგება და 16 მარცხია. მაკმილანის შეგირდების მომდევნო მეტოქე კი დასავლეთ კონფერენციის ფლეიოფის საგზურისთვის მებრძოლი „ფინიქს სანსი“ გახლავთ, რომელსაც ბითაძის გუნდი სტუმრად შეერკინება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები