Aa Aa
20 იანვარი 2020  |  11:52

უარი "ბარსას" და "სიტის" - "ინტერი" ბასტონის გაყიდვას არ აპირებს

„ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ მილანის „ინტერის“ 20 წლის მცველის, ალესანდრო ბასტონის ტრანსფერით დაინტერესდნენ.

ბასტონიმ ანტონიო კონტეს ნდობა მოიპოვა ნელ-ნელა „ნერაძურის“ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა, რის შემდეგაც სხვა არაერთი გუნდის გარდა, ასეთი გრანდების ინტერესიც დაიმსახურა.

როგორც Gazzetta dello Sport-ი წერს, „სიტი“ იტალიური მხარეს უკვე დაუკავშირდა და ბასტონის შესახებ სატრანსფერო ინფორმაცია გამოითხოვა. „ქალაქელებმა“ ისიც აღნიშნეს, რომ მზად არიან, გარიგებაში ჟოაო კანსელოც ჩართონ, თუმცა „ინტერი“ ახალგაზრდა უკანახაზელის გაშვებაზე უარს აცხადებს.

ალესანდრო ბასტონი „ატალანტას“ სკოლის აღზრდილია, მილანელებმა კი გასულ ზაფხულს, „პარმადან“ იჯარის წესით დაიმატეს და მის სრულად გამოსასყიდლად 31 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები