''შევცდი, როცა კანდიდატურა მოვხსენი'' - აბუსერიძე პრეზიდენტობას გეგმავს
Aa
Aa

''შევცდი, როცა კანდიდატურა მოვხსენი'' - აბუსერიძე პრეზიდენტობას გეგმავს

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ირაკლი აბუსერიძე გეგმავს. აბუსერიძეს მხარს მამუკა გორგოძე უჭერს, რომელიც ამ თემაზე ტელეკომპანია ''იმედს'' ესაუბრა.

მამუკა გორგოძე:''მივესალმები, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავის გამოცდილებას ერთად მოახმარენ რაგბის განვითარებას, დაძლევენ არსებულ რეგრესს და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს, ვინაიდან ვფიქრონ ბოლო წლებში არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ძალა და სისხლია საჭირო.''

ირაკლი აბუსერიძემ ''სპორტი იმედზეს'' ეთერში ისაუბრა:''2015 წელს, როცა რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ვგეგმავდი, კანდიდატურა მოვხსენი, რადგან დაძაბულობამ პიკს მიაღწია და რაგბის კავშირის გახლეჩვა არ მინდოდა. ამ გადმოსახედიდან შევცდი, დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან ქართული რაგბი დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაშია.

როგორც სახლს სჭირდება ფუნტამენტი, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა რაგბის განვითარება. თუ ბავშვთა რაგბი არ განვითარდება, ეროვნულ გუნდს შევსება არ ექნება. დღეს ქართულ ბავშვთა რაგბიში ერთი მწვრთნელი 35-40 ბავშვს ავარჯიშებს, მწვრთნელთა რაოდენობა არასაკმარისია. უნდა შეიცვალოს ვითარება და ერთი მწვრთნელი 15-20 ბავშვს უნდა წვრთნიდეს.

ასევე მნიშვნელოვანია ქალთა რაგბის განვითარება, დღეს 7-ქალა რაგბის ნაკრები გვყავს, მაგრამ 15-ქალა ნაკრები არ გვყავს. ასევე, მძიმე ვითარებაა რეგიონალურ რაგბიში.

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი სარაგბო მატჩი ყოფილა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა არ ყოფილა. 

ყველა გუნდს ფიზმომზადება უნდა ჰყავდეს, რაც ტრავმების მიღებას შეამცირებს.

რაგბის კავშირში ბევრი პროფესიონალი, რომელთა ხელში გავიზარდე. ვეტერანები, რომლებიც უცხოეთში კარიერას დაასრულებენ, მათი ცოდნა ქართული რაგბის განვითარებას გამოადგება.

პრეზიდენტობაზე კანდიდატურას შემდეგ კვირაში შევიტან. წარსულისგან განსხვავებით კანდიდატურას არ მოვხსნი, ბოლომდე ვიბრძოლებ.''

ცხელი ამბები