ორი ფრე -
Aa
Aa

ორი ფრე - "სიტის" დრამატული მატჩი - "არსენალმა" მეორე ტაიმს კვლავ ვერ გაუძლო (VIDEO)

პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ და „არსენალმა“ თავიანთი შეხვედრები ვერ მოიგეს, რასაც ბევრი არ ელოდა.

პეპ გუარდიოლას გუნდმა „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრა მეტად დრამატული გამოდგა. 39-ე წუთზე ტოსუნის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.

„კრისტალ პალასი“ ანგარიშში წინ საკმაოდ დიდ ხანს იყო. შეხვედრის მიწურულს 82-ე და 87-ე წუთებზე სერხიო აგუერომ დუბლი გაიფორმა და თითქოს სამი ქულა „ქალაქელებს“ რჩებითათ.

90-ე წუთზე ფერნანდინიოს ავტოგოლმა შეხვედრას წერტილი დაუსვა. „პალასმა“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შინ მეტად მნიშვნელოვანი ქულით დაბრუნდა.

როი ჰოჯსონის გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-4 ფრე იყო.

რაც შეეხება „არსენალს“, არტეტას ბიჭებმა ტრადიცია არ დაარღვიეს, პირველ ტაიმში დაწინაურდნენ და შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

45-ე წუთზე მარტინელის გოლით „მეთოფეებმა“ „შეფილდს“ ბურთი გასახდელში გაატანეს.

„არსენალი“ პირველ ტაიმში ბრწყინვალე იყო. ბურთის ფლობა 63% ჰქონდა, მეტოქეს კი კარში არ დაარტყმევინა.

მეორე ნახევარში „შეფილდმა“ მომენტების შექმნა დაიწყო, მასპინძლებმა კი სადავეები დათმეს. საბოლოოდ 83-ე წუთზე ჯონ ფლეკმა ანგარიში გაათანაბრა და „კანონირებმა“ მიჯრით მეორე ფრე ითამაშეს.

„არსენალი“ 29 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები