ინჯგია ''კრილიაში''? - ქართველს რუსულ კლუბში აკვირდებიან
Aa
Aa

ინჯგია ''კრილიაში''? - ქართველს რუსულ კლუბში აკვირდებიან

CrystalSport-ის ცნობით თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა რევაზ ინჯგიამ კარიერა შესაძლოა რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ ''კრილია სოვეტოვში'' გააგრძელოს. 19 წლის სწრაფი შემტევი რუსულ კლუბს სამი დღეა თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი აკვირდება. 

სავარაუდოდ, ფეხბურთელის რუსულ კლუბში გადასვლის საკითხი მიმდინარე თურქულ შეკრებაზე გადაწყდება. ინჯგიას თბილისურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს.

''კრილია სოვეტოვის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა თურქული შეკრების ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი მოხვდა. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული რუსულ კლუბს ესტუმრა, თუმცა უცნობია მონაწილეობს თუ არა ინჯგიას ტრანსფერში.

ფეხბურთელმა საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლიგაში სადებიუტო მატჩი 17 წლის ასაკში ჩაატარა. გასული სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 13 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2018 წელი, ინჯგიას გოლი ''სიონის'' კარში

ფოტო: fcloco.ge, kc-camapa.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები