ოფიციალურად: "რეალმა" პარაგვაელი ვუნდერკინდი იყიდა
მადრიდის "რეალმა" 2016-2017 წლების სეზონისათვის პირველი ტრანსფერი განახორციელა.
მადრიდულმა გრანდმა პარაგვაული "სერო პორტენოდან" 18 წლის სერხიო დიასი გადმოიბირა, რომელსაც სამხრეთ ამერიკული პრესა ახალ სერხიო აგუეროდ მოიხსენიებს.
1998 წელს დაბადებული დიასი "სერო პორტენოს" ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა და კლუბის მაისურით 52 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "რეალს" დიასის ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაუჯდა.