ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე? განახლებული ფორმატი 2024 წლისთვის?
Aa
Aa

ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე? განახლებული ფორმატი 2024 წლისთვის?

2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებს შესაძლოა დამატებით 4 მატჩის ჩატარება მოუწიოთ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს. საქმე ისაა, რომ ევროპული კლუბების ასოციაციისა და უეფას ხელმძღვანელებს ტურნირის გაფართოება სურთ. 

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ევროპული ფეხბურთის მმართველები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან, რომელიც ცვლილებების დანერგვას განაპირობებს, ახლოს არიან.

The Times აცხადებს, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია დადასტურებული, მაგრამ დასძენს, რომ თუ გადაწყვეტილების მიღება მოხდა, მაშინ ან ჯგუფური ეტაპის ფორმატი შეიცვლება, ან კიდევ ერთ ჯგუფურ ეტაპს ვიხილავთ.

როგორც ირკვევა თავდაპირველად ევროპული კლუბების ასოციაციას 10 მატჩის დამატება სურდა, რათა ტოპ დონის გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო ხშირად ეთამაშათ. თუმცა The Times წერს, რომ ისინი 4 შეხვედრითაც კმაყოფილები არიან.

ბრიტანულ პრესაში მოვლენების შესაძლო განვითარება განიხილეს და რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზეს. ერთის მიხედვით უეფამ შესაძლოა 8 6-გუნდიანი ჯგუფი შექმნას. საუბარი 6 6-გუნდიან ჯგუფზეც მიდის.

„ნისლიან ალბიონზე“ შორსაც წავიდნენ და დაწერეს, რომ შესაძლოა მეოთხედფინალისტები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ და ნახევარფინალის საგზური თითოეული ჯგუფის ორმა საუკეთესო გუნდმა მოიპოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები