Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობა - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია!

ნიკოლოზ ბასილაშვილს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, სამხრეთ კორეელ სუნ ქვონთან შეხვედრა მოუწევს. ქართველი 22 წლის აზიელთან აქამდე არასდროს უთამაშია.

თუკი ნიკა ამ ბარიერს გადალახავს, დიდი ალბათობით, ტურნირის მეორე წრეში ვეტერან ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდება, რომელიც პირველ წრეში ერთ-ერთ კვალიფიკანტს ხვდება.

მე-3 წრეში სავარაუდო მეტოქე ალექსანდრ ზვერევია, ხოლო 1/8 ფინალში ასეთი, შესაძლოა, დავიდ გოფენი ან ანდრეი რუბლიოვი იყოს.

ბასილაშვილი გასული წლის Aus Open-ის მე-3 რაუნდში, სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა და წელს 90 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

მას შემდეგ, რაც ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე დამარცხდნენ, წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე ჩვენს ქვეყანას, ერთეულთა შორის, მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმოადგენს.

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი 49 564 735 დოლარია. ტურნირის ძირითადი ბადის მატჩები 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები