Aa
Aa

პიონტეკისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, კშიშტოფ პიონტეკისთვის ბრძოლაში ესპანური „სევილია“ გალიდერდა.

პოლონელ ფორვარდს აქამდე ყველაზე უფრო „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ, რომელიც მას დაშავებული ჰარი კეინის შემცვლელად მოიაზრებს. პრობლემა ისაა, რომ „მილანს“ ლონდონელთა მიერ შეთავაზებული საიჯარო პირობები არ აკმაყოფილებს.

სამაგიეროდ, „სევილია“ პიონტეკის გამოსყიდვის ვალდებულებას იღებს, რისთვისაც 30 მილიონ ევროს გადაიხდის. როგორც Sport Mediaset-ი იუწყება, „როსონერი“ ამ წინადადებას სერიოზულად განიხილავს, ჯერი კი 24 წლის ფორვარდის საბოლოო პასუხზეა.

მილანელებმა კშიშტოფ პიონტეკი გასულ ზამთარს, „ჯენოადან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები