პირლოს ოჯახში ტრაგედია მოხდა
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს ოჯახში ტრაგედია მოხდა.
მაშინ, როცა ბრეშაში ალბერტო და სიმონა პირლოს ოჯახში დღესასაწაულს აღნიშნავდნენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, მშობლებმა 2 წლის ბავშვს ყურადღება ვერ მიაქციეს და იგი აუზში დაიხრჩო.
ბავშვი აუზში დამხრჩვალი იპოვნეს. პატარა პიეტრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პიეტრო პირლო ფეხბურთელის ბიძაშვილის შვილი იყო.
ეს საზარელი ცნობა, იტალიურმა გამოცემებმა დღეს დილით გაავრცელეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს