Aa Aa
15 იანვარი 2020  |  16:06

კიკე სეტიენი გუნდში კოუტინიოს დაბრუნებას ითხოვს

კიკე სეტიენის „ბარსელონაში“ დანიშვნის შემდეგ, ესპანური პრესის მთავარი სასაუბრო თემა მისი ფორმაციის „ბლაუგრანაა“, რომელიც უკვე ტრანსფერებზე გადაერთო და დარჩენილ 15 დღეში კატალონიელთა ბანაკში სიახლეებს უნდა ველოდოთ.

გავლენიანი ესპანური გამოცემა კადენა სერი წერს, რომ სეტიენმა კლუბს კოუტინიოს უკან დაბრუნება მოსთხოვა. ბრაზილიელი იჯარის წესით „ბაიერნში“ ასპარეზობს და თან საკმაოდ კარგ სეზონსაც ატარებს.

წყაროს ცნობით, 61 წლის ესპანელ სპეციალისტს კოუტინიო ძალიან მოსწონს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

ჯერჯერობით უცნობია რას გადაწყვეტს „ბარსა“. კატალონიელებს ორი ვარიანტი აქვთ - ბრაზილიელი ზამთარშივე დაიბრუნონ, ან სეზონის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბაიერნი“ კოუტინიოს სრულად გამოსყიდვას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს ვალვერდეს დათხოვნის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში