Aa
Aa

პსჟ იკარდის გამოისყიდის - კავანის წასვლა გადაწყვეტილია

Mirror-ის ცნობით, პსჟ-მ იკარდის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა.

არგენტინელი ფორვარდი პარიზელთა შემტევ ტრიოში იდეალურად ჩაჯდა და გოლებსაც სისტემატურად იტანს.

პსჟ ედინსონ კავანის გაყიდვას გეგმავს და აქედან გამომდინარე მის ადგილს იკარდი დაიკავებს, რომელსაც დარჩენა თავადაც სურს.

კავანი სავარაუდოდ კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს და ეს შესაძლოა იანვარიშვე მოხდეს.

რაც შეეხება იკარდის ახალ კონტრაქტს, კლუბი მას „ინტერისგან“ 70 მილიონ ევროდ გამოისყიდის და ფეხბურთელს 4 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები