Aa Aa
24 დეკემბერი 2019  |  10:51

გუარდიოლა: "კლუბში დარჩენა ჩემს მუშაობაზეა დამოკიდებული"

მისი „სიტიდან“ წასვლის შესახებ გავრცელებულ ბოლოდროინდელი ინფორმაციების შემდეგ, პეპ გუარდიოლამ აღნიშნა, რომ მომავალ სეზონსაც „ეტიჰედ სთედიუმზე“ გაატარებს.

ესპანელი სპეციალისტი ამის შესახებ მედიას გუშინ გამართული პრესკონფერენციისას ესაუბრა.

„უკვე მეოთხე წელია, „სიტის“ მწვრთნელი ვარ, კონტრაქტი კი მომავალი სეზონის ბოლომდე მაქვს და მინდა, მის ამოწურვამდე არსად წავიდე. იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს - ხედავთ, რომ კლუბები თავიანთ მწვრთნელებს ყოველკვირეულად უშვებენ.

ბევრჯერ მითქვამს, რომ აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, ეს ჩემს მუშაობაზეა დამოკიდებული - ვნახოთ, დავიმსახურებ, თუ არა აქ დარჩენას. ხვდებით, რომ ეს კლუბის გადასაწყვეტია და არა - ჩემი“.

„პეპი“ მანჩესტერელებს 2016 წლიდან წვრთნის და კლუბთან ერთად 2-ჯერ პრემიერ ლიგა, ჯამში კი 7 ტიტული მოიგო.

მისი გუნდი მომდევნო თამაშს 27 დეკემბერს, მშვენიერ ფორმაში მყოფ „ვულვზთან“ სტუმრად გამართავს. „მგლები“ პრემიერ ლიგის ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში