რობენი: ვიმედოვნებ, რომ „დორტმუნდთან“ შეხვედრისთვის მზად ვიქნები
Aa
Aa

რობენი: ვიმედოვნებ, რომ „დორტმუნდთან“ შეხვედრისთვის მზად ვიქნები

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, არიენ რობენმა საკუთარი ტრავმის აღდგენით პროცესებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მოედანზე დაბრუნებას 28 აპრილს, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეხვედრამდე მოასწრებს.

 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა მეოთხედფინალში ლევერკუზენის „ბაიერის“ დამარცხება მოახერხა. იმედი მაქვს დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ მათ დახმარებას შევძლებ. რაც შეეხება „ჩამპიონთა ლიგას“, „პორტუ“ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა „ბაიერნისთვის“ დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე არ არსებობს. ჩემს გუნდს ამ შეხვედრაში წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ პორტუგალიაში გამარჯვებას მოიპოვებენ“ - განაცხადა არიენ რობენმა „Bild“-თან საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ტრავმა 22 მარტს, მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ შეხვედრაში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები