ფაჩულიას
Aa
Aa

ფაჩულიას "მილოუკიმ" "ფილადელფიას" სძლია

ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" NBA- რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში სტუმრად "ფილადელფია" ანგარიშით 107:97 დაამარცხა. 

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ფაჩულიამ 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მან 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებითა და 40 წაგებით კვლავ მეექვსე ადგილზე იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას "მილუოკის" პლეი ოფში გასვლა უკვე განაღდებული აქვს.

მსგავსი სიახლეები