Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი თბილისში

“აუდის თასის” გათამაშებაზე დღეს მეორე ტურის მატჩები შედგა.

ზედიზედ მეორე შეხვედრის მოგება მოახერხა ესპანურმა “ლევანტემ”, რომელმაც დღის პირველ შეხვედრაში იტალიური “ვერონა” 2:0 დაამარცხა.

რაც შეეხება “საბურთალოს” – აზერბაიჯანულ “საბაჰის” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლებით თავი ოდიკაძემ, ხურციძემ და ღოღობერიძემ გამოიჩინეს.

ჯგუფური მატჩების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, გათამაშებას 6 ქულით “ლევანტე” ლიდერობს.

3-3 ქულა აქვთ “საბურთალოსა” და “ვერონას”. ქულის გარეშეა დარჩენილი “საბაჰი”.

ხვალ, მესამე ტურის მატჩები ჩატარდება. 13:00 საათზე “ვერონა” – “საბაჰის” შეხვდება, 16:00 საათზე კი “საბურთალო” “ლევანტეს” დაუპირისპირდება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი - "საბურთალოს" პრეზიდენტი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები