Aa
Aa

„მანჩესტერი" ვიდალის აგენტს დაუკავშირდა

„მანჩესტერ იუნაიტედი" არტურო ვიდალის ტრანსფერს უმიზნებს. Mirror-ის ინფორმაციით „წითელ ეშმაკებს" ჩილელი ფეხბურთელის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურთ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით „ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ვიდალის აგენტს, ფერნანდო ფელიჩევიჩს უკვე დაუკავშირდნენ და მასთან შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს. Mirror ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებასაც ასახელებს და აცხადებს, რომ „მანჩესტერს" 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 13 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

ვიდალის წასვლის თაობაზე აქამდეც იწერებოდა. ჩილელ ფეხბურთელს „ინტერში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. იტალიური გამოცემების მიხედვით „ნერაძურის"ახალ თავკაცს, ანტონიო კონტეს ვიდალის გადაბირება სურს და დიდი ალბათობით „იუნაიტედს კონკურენციას გაუწევს.

ვიდალის ბარსელონური მომავალი ბურუსით რომაა მოცული, ერნესტო ვალვერდეს კომენტარიც ადასტურებს. ესპანელმა სპეციალისტმა „მალიორკასთან" მატჩის შემდეგ, აღნიშნა, რომ ვიდალის თამაშით კმაყოფილია, თუმცა დასძინა, რომ „ბლაუგრანას" ბევრი ნახევარმცველი ჰყავს და შესაძლოა ჩილელმა კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები