Aa
Aa

"ევრო 2016"-ზე ბომბარდირობის 3 კანდიდატი გამოიკვეთა

გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ბომბარდირთა დავაში ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა.

ანტუან გრიზმანმა ირლანდიის ნაკრებს 2 გოლი გაუტანა, შედეგად გარეტ ბეილსა და ალვარო მორატას წამოეწია - სამივე ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გატანილი გოლია. უპირატესობა ბეილს ენიჭება, რადგან მან გოლებთან ერთად ერთი საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.

გარდა ამ სამეულისა აუცილებლად უნდა ავახსენოთ კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ასევე დიმიტრი პაიე (2+1) და იაკუბ ბლაშიკოვსკი (2+1). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები