მორიგი კონფლიქტი? მბაპემ ტუხელი დააიგნორა
Aa
Aa

მორიგი კონფლიქტი? მბაპემ ტუხელი დააიგნორა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში პსჟ-მ „მონპელიეს“ სტუმრად 3:1 სძლია და მორიგი 3 ქულა გაიფორმა. გოლები ნეიმარმა, იკარდიმ და მბაპემ გაიტანეს. ამ ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

მატჩის მიწურულს ტუხელმა მბაპე შეცვალა, მინდვრიდან გასვლისას კი 20 წლის ფორვარდმა მწვრთნელი დააიგნორა. გერმანელი სპეციალისტი მისთვის რაღაცის ახსნას ცდილობდა, თუმცა მბაპე მას არ უსმენდა.

შეხვედრის შემდეგ ფრანგმა ფორვარდმა ამ ინციდენტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც მოგეხსენებათ, მბაპესა და ტუხელს შორის ეს პირველი უთანხმოება არ არის. მიმდინარე სეზონში „ბრიუგესთან“ შეხვედრაში თადარიგში დარჩენის გამო კილიანმა მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ მას თამაში არა ცვლილებაზე, არამედ პირველივე წუთებიდანვე სურდა.

პსჟ-ში სიტუაცია კვლავ უმართავია. მწვრთნელი ვარსკვლავებზე გავლენას ვერ ახდენს. ჯერ ნეიმარი, ახლა მბაპე - ვინ იქნება შემდეგი? აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის ყოველ წელს სამარცხვინოდ აგებენ და ტურნირს ისე ემშვიდობებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები