ბორნმუთი 0:3 ლივერპული - კლოპის გუნდი დაფრინავს (VIDEO)
Aa
Aa

ბორნმუთი 0:3 ლივერპული - კლოპის გუნდი დაფრინავს (VIDEO)

პრემიერლიგის მე-16 ტურში „ლივერპული“ „ბორნმუთს“ ესტუმრა და ლამაზ სტილში 3:0 გაიმარჯვა.

კლოპის გუნდმა ბრწყინვალე გოლები გაიტანა და ამაში მთავარი როლი ჰენდერსონი-სალაჰის დუეტმა ითამაშა, რომელთა ანგარიშზეც დიდებული საგოლე გადაცემებია.

„მერსისაიდელებმა“ თამაში 54 წუთში დაასრულეს. ჩემბერლენმა, კეიტამ და სალაჰმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და სანუკვარი ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს.

ამ მომენტისთვის კლოპის ბიჭები ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და ვნახოთ როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი.

16 ტურის შემდეგ „წითლებს“ 46 ქულა აქვთ, 15 მოგება და 1 ფრე. „ლივერპული“ მეორეადგილოსან „ლესტერს“ 9 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები