Aa
Aa

„მანჩესტერი" ერიქსენს არ ეშვება - „იუნაიტედი" დანიელის გადაბირებას ზამთარში შეეცდება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრისტიან ერიქსენს უმიზნებს. The Mirror-ის ინფორმაციით „წითელი ეშმაკები“ დანიელი ნახევარმცველის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.

27 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, თუმცა „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები თვლიან, რომ „ტოტენჰემის“ ერთ-ერთი ლიდერის დაყოლიებას მაინც მოახერხებენ.

ბრიტანული გამოცემების ცნობით ერიქსენმა ჟოზე მოურინიოს უკვე აუწყა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ახალი გამოწვევა სურს. „დეზები“ ხვდებიან, რომ არის შანსი ერიქსენი ზაფხულში უსასყიდლოდ დაკარგონ და აქედან გამომდინარე მის გასხვისებას ზამთარში აპირებენ. „ტოტენჰემს“ დანიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის მიღება სურს.

The Mirror-ის მიხედვით „იუნაიტედში“ აანალიზებენ, რომ ზაფხულში კონკურენცია დიდი იქნება და ერიქსენის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეძენა სწორედ ამიტომ სურთ.

ერიქსენი „ტოტენჰემის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. კლუბის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, დანიელი ფეხბურთელი გადაწყვეტილებას შეიცვლიდა და ხელშეკრულებას გაახანგრძლივებდა, თუმცა როგორც ჩანს 27 წლის ნახევარმცველის ლონდონური დღეები დათვლილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები