რასიზმის პიკი იტალიაში - Corriere dello Sport-ის სათაურს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
Aa
Aa

რასიზმის პიკი იტალიაში - Corriere dello Sport-ის სათაურს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

Corriere dello Sport სერიოზულ სკანდალში გაეხვია. იტალიურმა გამოცემამ პარასკევს გასამართი „ინტერისა“ და „რომას“ ჯახი „შავ პარასკევად“ მოიხსენია და რომელუ ლუკაკუსა და კრის სმოლინგის ფოტოსურათები გამოიყენა.

Corriere dello Sport-ის სათაურსა და ფოტოსურათებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთის ქომაგთა უმრავლესობამ იტალიური გამოცემა მიწასთან გაასწორა და მას ბრალი რასიზმში დასდო.

ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით Corriere dello Sport-მა მაინცდამაინც ლუკაკუსა და სმოლინგის ფოტოსურათები იმიტომ გამოიყენა, რომ ისინი ცოტა ხნის წინ „მანჩესტერის“ ღირსებას იცავდნენ და ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიან.

მიუხედავად ამისა გულშემატკირებმა და ჟურნალისტებმა Corriere dello Sport-ის გადაწყვეტილება მაინც დაგმეს და განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურობის საზღვრებს სცდება.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, მატეო ბონეტიმ კი აღშფოთება ვერ დამალა და Corriere dello Sport-ის სათაურსა და ფოტოსურათებს სამარცხვინო უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები