''ლივერპულის'' ყოფილი მცველი ტვინის სიმსივნეს ებრძვის
Aa
Aa

''ლივერპულის'' ყოფილი მცველი ტვინის სიმსივნეს ებრძვის

''ლივერპულისა'' და ''ლიდსის'' ყოფილი მცველი დომინიკ მატეო მძიმე დაავადებას ებრძვის. შოტლანდიელს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა და ყოფილი სპორტსმენის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს. ბრიტანული მედიის ცნობით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამ ეტაპზე ფეხბურთელი ინტესიური თერაპიის ქვეშ აღარ იმყოფება.

ფეხბურთელის მიმართ თანადგომა ''ლივერპულმა'' და ''ლიდსმა'' გამოხატეს.

''ლივერპულის'' განცხადებაში ვკითხულობთ:''დომს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მის ოჯახს უმძიმეს პერიოდში ნებისმიერი კუთხით დახმარებას ვთავაზობთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის. ''ლივერპულის'' თითოეული თანამშრომელი დომინიკის გვერდითაა.''

მერსისაიდულ კლუბში დომინიკ მატეოს დებიუტი 1993 წელს შედგა. მან ''ენფილდზე'' ხუთ წელზე მეტი გაატარა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

2000 წელს დომინიკ მატეო ''ლიდსის'' ღირსებას იცავდა, გუნდის კაპიტანი იყო, როცა ''ელან როუდის'' ბინადრები 2000-01 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. შემდგომში დომინიკ მატეომ ''ბლექბერნისა'' და ''სტოკ სიტის'' მაისური მოირგო.

45 წლის დომინიკ მატეოს ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, თუმცა შემდეგ შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მაისური ექვს შეხვედრაში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები