კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ბოდიში, რომ ეს ისტორია მოვკალი... მბაპეს შეძენა შეუძლებელია"

„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის თქმით მათ ფრანგი ფორვარდის შეძენა არ შეუძლიათ, რადგან ეს კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.

კლოპს ეჭვი ეპარება, რომ მბაპეს შეძენას საერთოდ რომელიმე გუნდი მოახერხებს.

მბაპეს შეძენა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ჩვენ საოცარ მოთამაშეზე ვსაუბრობთ, მაგრამ აქ ძალიან ბევრ ფულზეა საუბარი და მისი შეძენა შეუძლებელია. ბოდიში, რომ ეს ისტორია მოვკალი.

დღევანდელ რეალობაში ვერ ვხედავ ვერცერთ გუნდს, რომელიც პსჟ-ს იმ თანხას გადაუხდის, რომლის სანაცვლოდაც მბაპეს შეიძენს“.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს გაფორმება მადრიდის „რეალს“ სურს. სამეფო კლუბი 2020 წლის ზაფხულისთვის ამ მხრივ გააქტიურებას გეგმავს, თუმცა პსჟ თავიანთი ლიდერის გაშვების ვარიანტს არ განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები