ცეცაძემ საფრანგეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

ცეცაძემ საფრანგეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი შეხვედრებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა. ახალგაზრდულ ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძე ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანს ტრავმა აწუხებს.

15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს საფრანგეთთან გამართავს, 19 ნოემბერს კი სლოვაკეთთან სტუმრად ითამაშებს. საფრანგეთის წინააღმდეგ ზურიკო დავითაშვილი ვერ ითამაშებს, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში იხმო. დავითაშვილი ცეცაძის გუნდს სლოვაკეთში შეუერთდება.

გასული მატჩებისგან განსხვავებით ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე სიახლეა. ცეცაძის გუნდს ''ლევანტეს'' სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი და ''რუბინის'' ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარებიან.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი).

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია).

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა).

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

შეგახსენებთ, სილვენ რიპოლის გაწვრთნილი საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზეა, ფრანგებმა ორი მატჩი გამართეს და ქულათა მაქსიმუმი მოიპოვეს. პირველ პოზიციაზე შვეიცარიაა, რომელმაც სამიდან სამივე შეხვედრა 3 ქულით დაასრულა. შვეიცარიამ მესამე ტურში ცეცაძის გუნდი 2:1 დაამარცხა.

საფრანგეთის მსგავსად საქართველოს ნაკრების ანგარიშზეც 6 ქულაა. ცეცაძის გუნდმა სამი მატჩი გამართა, ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან გამარჯვებების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა შვეიცარიაში მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით დასანანი მარცხი განიცადეს.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები