ბერიძის მორიგი გოლი: სწრაფი კონტშეტევა და ეფექტური შესრულება
Aa
Aa

ბერიძის მორიგი გოლი: სწრაფი კონტშეტევა და ეფექტური შესრულება

მიმდინარე სეზონის ბელგიის ჩემპიონატის მეათე მატჩში ''ლოკერენის'' ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბერიძემ მეოთხე გოლი შეაგდო. ამჯერად 22 წლის გარემარბმა უშუალო კონკურენტ ''რუსელარეს'' გაუტანა, ბერიძემ ანგარიში 50-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევით გაათანაბრა, თუმცა საბოლოო მისი გუნდი 2:1 დამარცხდა.

უშუალო კონკურენტთან გასვლით შეხვედრაში გიორგი ბერიძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი ''ლოკერენი'' ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და 8-გუნდიან ჩემპიონატში 13 ქულით მე-6 ადგილზეა.

  

ბერიძე, რომელიც ''გენტის'' საკუთრებაა, ''ლოკერენში'' იჯარის წესით თამაშობს. მან ''რუსელარეს'' გარდა ''ლომელს,'' ''სენტ. ჟილოისა'' და ''ბეერსხოტს'' გაუტანა. ასევე, ბელგიის თასზე ლეიჟის ''ანტვერპენთან'' შეხვედრაში გაიტანა. აქედან გამომდინარე გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ''ლომელმა'' შინ ''ბეესხოტი'' 1:0 დაამარცხა. ''ლომელს'' ტრავმის შემდეგ ბექა ვაჩიბერაძე დაუბრუნდა, 18-კაციან განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

რაც შეეხება ''ბეერსხოტის'' შემტევ ირაკლი ბუღრიძეს, მას მთავარი მწვრთნელი არ ენდობა და დიდი ალბათობით ზამთარში გუნდს დაემშვიდობება.

''ბეერსხოტი'' 17 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ''ლომელი'' ''რუსელარესთან'' ერთად 11 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. 

ფოტო: sporting.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები