ბითაძის მატჩისშემდგომი ინტერვიუ
Aa
Aa

ბითაძის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

ჟურნალისტი: „გოგა, სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული პირველი შეხვედრა წარსულს ჩაბარდა. მატჩს როგორ შეაფასებდი“.

„ვიცოდი და როგორც ადრე აღვნიშნე ნეით მაკმილანმაც მითხრა, რომ ნაბიჯის წინ გადასადგმელად ნებისმიერ დროს მზად უნდა ვყოფილიყავი. პარკეტზე მოსაგებად გავედი, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. NBA-ის მატჩის ძირითად შემადგენლობაში დაწყება შესანიშნავი შეგრძნებაა“.

ჟურნალისტი: „პარკეტზე და ტაიმაუტებისას გამოჩნდა, რომ „ინდიანას“ ბევრი კალათბურთელი მზადაა ცოდნა გაგიზიაროს და ხელი შეგიწყოს. რამდენად გეხმარება ეს ყველაფერი"?

„რა თქმა უნდა ძალიან მეხმარება. ინდიანაში ბევრი გამოცდილი კალათბურთელი თამაშობს. ისინი მეუბნებიან პარკეტზე სად უნდა ვიყო, რა უნდა გავაკეთო და ეს განვითარებაში ძალიან მეხმარება“.

ჟურნალისტი: „შენ აღნიშნე, რომ დაცვაში მომატება გსურს. როგორც ჩანს შეტევაში ყველაფერი კარგადაა, გარკვეული როლი გაქვს და გუნდის შეტევებს ფეხს უწყობ. შენც იგივე აზრზე ხარ?

„დიახ, რა თქმა უნდა. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში კარგად უნდა ვიასპარეზო და დაცვაში თავი ისე კომფორტულად უნდა ვიგრძნო, როგორც შეტევაში. დაცვაში მოსამატებელი მაქვს და ვფიქრობ ნელ-ნელა ვპროგრესირებ. დროის გასვლასთან ერთად გავითავისებ პარკეტზე სად უნდა ვიყო და პოზიციას უკეთ შევარჩევ“.

ჟურნალისტი: „პეისერსში ბევრი ცვლილება მოხდა. ინდიანას ახალი შემადგენლობა ჰყავს და რამდენიმე კალათბურთელმა ტრავმა მიიღო. როგორ ფიქრობ მეექვსე თამაშისთვის სიტუაცია როგორია?

„ყველაფერი კარგადაა. ბიჭებმა ბევრი რამ საკუთარ თავზე აიღეს. ტრავმა რამდენიმე კალათბურთელმა მიიღო და აუცილებელია ჩვენ მათ ჩასანაცვლებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. აქ იმიტომ არ ვართ, რომ სათადარიგოთა სკამზე ვისხდეთ. ყოველთვის, როცა გუნდს დასჭირდება პარკეტზე გავალთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ზედიზედ სამი შეხვედრა მოვიგეთ და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ "ჩიკაგოსთან" მატჩში გოგამ ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. ქართველ კალათბურთელს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია და აქტივში 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება ჩაიწერა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები