დრამატული მატჩი, შერმადინის 11 ქულა და
Aa
Aa

დრამატული მატჩი, შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ბოლო წამებზე

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ესტუდიანტესს“ ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 74:72 გაიმარჯვა.

შერმადინმა პარკეტზე 25:47 წუთი დაჰყო, რა დროშიც მისი მონაგარი 11 ქულა და 3 მოხსნა იყო.

მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

„ტენერიფელთა“ გადამწყვეტ შეტევაში მონაწილეობა შერმადინმაც მიიღო, რომელმაც შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ყველაფერი კი უერტასის ბაზერით დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატრაა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც „რეალს“ 20 ქულა ჩაუგდო, თუმცა „ბასკონია“ დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე 89:91 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები