შეუდარებელი მანე!
Aa
Aa

შეუდარებელი მანე! "ლივერპულმა" "ასტონ ვილას" ბოლო წამებზე მოუგო! (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-11 ტურში „ლივერპულმა“ მორიგი 3 ქულა მოიპოვა. კლოპის გუნდმა ბირმინჰემში საოცარი თამაში მოიგო.

„ასტონ ვილამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და დაწინაურდა კიდეც. 21-ე წუთზე ტრეზეგემ მაკგინის გადაცემის შედეგად ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ, „მერსისაიდელები“ სრულად დომინირებდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

87-ე წუთზე სადიო მანემ შესანიშნავი გადაცემით რობერტსონს საჯარიმოში მარცხენა ძელთან ჩაუწოდა, სადაც შოტლანდიელმა ყველას აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე „წითლების“ კუთხური მანეს თავურითა და გოლით დასრულდა. სენეგალელმა ფეხბურთელმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და გუნდს საჩემპიონო გზისკენ კიდევ ერთი უაღრესად საჭირო ნაბიჯი გადაადგმევინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები